ჰანთერ შაფერის სამოდელო კარიერა წარმატებით განაგრძობს წინსვლას. ამჯერად, ახალგაზრდა მსახიობი და მოდელი, Prada -ს სარეკლამო კამპანიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანთერ შაფერის სამოდელო კარიერა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სამსახიობო, მას საერთაშორისო პოპულარობა, მაინც, HBO-ს ჰიტ-შოუმ, Euphoria-მ მოუტანა. ჰანთერმა სერიალის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო პერსონაჟი, ჯულსი შექმნა, რომელსაც შაფერის რეალურ ცხოვრებასთან ბევრი რამ აქვს საერთო.
პრადას ახალი კამპანია, რომელიც ჩანთების პოპულარული მოდელის, Galleria Bag – ის რეკლამირებაზე ორიენტირდება, რეჟისორმა Xavier Dolan-მა გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ წარსულში, იტალიური მოდის სახლი ტრანსგენდერ მოდელებთან თითქმის არ თანამშრომლობდა. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც პრადას კამპანიის სახედ ტრანსგენდერ ქალს ვხედავთ.