ქანიე ვესტთან ერთთვიანი რომანის შემდეგ, ჯულია ფოქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ქალად იქცა. გასულ კვირებში, ჯულია ვიხილეთ პარიზის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულზე, ჟურნალ Interview-ს ფოტოსესიაში და Vogue-ის პრესტიჟულ რუბრიკაში, როგორიცაა – „კვირის საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავები.“

გუშინ, ამერიკელი მსახიობი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც გამოჩნდა. ჯულიამ მოდელის როლი მოირგო და LaQuan Smith-ის ახალი კოლექციის ჩვენება გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, ყვითელი პრესა აქტიურად ალაპარაკდა ჯულიას და ქანიეს ხანმოკლე ურთიერთობის დასასრულზე.