აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მოლოდინში, ყველას გვაინტერესებდა ვის სამოსს მოირგებდნენ პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, ქამალა ჰარისი, თუმცა როგორც ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ბაიდენის ინაუგურაციასაც ჰყავდა მოულოდნელი ვარსკვლავები.

22 წლის Ella Emhoff ქამალა ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის ქალიშვილია. აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე პირველ ქორწინებაში 1992-2008 წლებში იმყოფებოდა. ჩვენი ყურადღება დაიმსახურა მოკრძალებულმა კოსტიუმებმა, რომლებიც ელამ მოირგო. Miu Miu-ს და Thom Browne-ს კომბინაცია – ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელიც მოდის ინდუსტრიას სჭირდებოდა.  მოულოდნელი მოდური მომენტი ჰქონდა პოეტ ამანდა გორმანსაც, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოეტი გახდა, რომელმაც ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა – ის სულ რაღაც 22 წლისაა. მას პრადას ყვითელი ქურთუკი ეცვა.

Ella Emhoff
Amanda Gorman

ახალგაზრდა ქალბატონებმა ყველას ყურადღება მიიქციეს და ინაუგურაციიდან მხოლოდ 7 დღეში, წამყვანი სამოდელო სააგენტოსგან შემოთავაზება მიიღეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ IMG Models-მა ელა ემჰოფს და ამანდა გორმანს კონტრაქტი გაუფორმა.

IMG ცნობილია, როგორც წამყვანი სამოდელო სააგენტო, რომელიც ყველაზე აღიარებული სუპერმოდელების კარიერაზე ზრუნავს, თუმცა ეს სააგენტო არ თანამშრომლობს მხოლოდ მოდელებთან, მათ სახეებს შორის არიან არტისტები, ათლეტები, აქტივისტები, ცნობილი სახეები, რომლებსაც მოდის ინდუსტრიაში ხშირად ვხედავთ ჟურნალების ყდებზე, სარეკლამო კამპანიებსა, თუ ჩვენებების წინა რიგებში.

IMG- ისთან გაფორმებული კონტრაქტი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მოდაში, ამანდას და ელას კარიერა მხოლოდ ახლა იწყება და ბაიდენის ინაუგურაცია ნამდვილად არ იქნება ერთადერთი აღსანიშნი მომენტი მათ პორტფოლიოში.