ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელსაც მთელი მსოფლიო ლაივ რეჟიმში ადევნებდა თვალს, ჯონი დეპმა რეპუტაცია აღიდგინა.
გასულ კვირას, გავლენიანი გამოცემები აქტიურად ალაპარაკდნენ დეპის და რიანას თანამშრომლობაზე. ძალიან მალე, Rolling Stones-მა დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ ჯონი დეპი გახდებოდა პირველი მამაკაცი, რომელსაც რიანას თეთრეულის ბრენდის, Savage x Fenty-ის შოუში საკუთარი სეგმენტი მიეძღვნებოდა.

შოუს სრულად და მაღალ ხარისხში ყურება Amazon Prime Video-ს გამომწერებს შეუძლიათ, თუმცა ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი კადრები, სადაც 59 წლის მსახიობი რიანას ბრენდის სამოსში პოზირებს.