ფოტოსესია, რომელზეც ახლა მთელი ინტერნეტი საუბრობს, Allure-ის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა. 53 წლის ჯენიფერ ენისტონი გამოცემასთან ინტერვიუში არაერთ თემას შეეხო, მათ შორის შვილის ყოლის სურვილს.


გარეკანზე და ედითორიალში ამერიკელ მსახიობს ცნობილი მოდის სახლების ვინტაჟური კოლექციები ამშვენებს, მათ შორის შანელის გახმაურებული 1996 წლის კოლექცია.


სექსუალური ფოტოსესია ვინტაჟური კოლექციებით წარმოუდგენელი იქნებოდა ტომ ფორდის გუჩის გარეშე. შავ-თეთრ ფოტოებში ენისტონს სწორედ გუჩის ლოგოს მქონე 1997 წლის ბიკინი აცვია.

ფოტოგრაფი: Zoey Grossman
სტილისტი: Shibon Kennedy




