მეტ გალას წითელ ხალიჩაზე გამოჩენიდან 2 წლის შემდეგ, ჯეიმს ჩარლზი Vogue – ს ყდაზეა. მოდის ბიბლიის პორტუგალიურმა გამოცემამ ნოემბრის ნომერი გუშინ გამოაქვეყნა. სკანდალური იუთუბერის და ბიუთი ინფლუენსერის გარეკანზე ხილვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ინტერნეტის ერაში, იუთუბერების და ბიუთი ინფლუენსერების გავლენა უდავოა, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიუთი ინფლუენსერი, რომელმაც სახელი სოციალურ ქსელებში და Youtube -ზე მოიხვეჭა, საკულტო ჟურნალს, Vogue – ს ამშვენებს.

Vogue პორტუგალია ნოემბერი 2020 / ფოტოგრაფი: Marcus Cooper

ჯეიმს ჩარლზი 1999 წლის 23 მაისს ნიუ-იორკში,ამერიკაში დაიბადა. ჯეიმსმა იუთუბზე საკუთარი არხი 2015 წლის 1 დეკემბერს შექმნა. მხოლოდ 2 წელში,მისი გამომწერების რაოდენობა 15 მილიონამდე გაიზარდა, რასაც მოჰყვა მულტი-მილიონიანი კონტრაქტები ცნობილ კოსმეტიკურ მაღაზიებთან, ბრენდებთან. დღევანდელი მონაცემებით, ჯეიმსს იუთუბზე 23.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.