ჯარედ ლეტო გულშემატკივრებს თავის პირველ სამომხმარებლო ბრენდს – Twentynine Palms სთავაზობს. ლეტომ ახალი წამოწყება აღწერა, როგორც „ეკლექტიკური და არატრადიციული.“
დასაწყისისთვის, მსახიობი 12 პროდუქტისგან შემდგარ ხაზს გამოუშვებს, მათ შორის იქნება სახის, ტანის და თმის, როგორც დასაბანი, აგრეთვე დამატენიანებელი საშუალებები. თუმცა ლეტო აღნიშნავს, რომ ბრენდი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება და 2023 წელს მეტ მრავალფეროვნებას უნდა ველოდოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამომავლო პერსპექტივაში ჯარედ ლეტოს Twentynine Palms ე.წ. Lifestyle ბრენდია.
აღსანიშნავია, რომ ფასებმა უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი გამოხმაურება. თვალის კრემის ღირებულება 97 დოლარია, სახის დამატენიანებელი – 87$, ნიღაბი – 95$.
პროდუქტების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ – ოფიციალურ საიტზე, აგრეთვე Dover Street Market -ის ფიზიკურ სივრცეებში, რომლებიც მდებარეობს ნიუ-იორკში, ლონდონსა და პარიზში.