იტალიაში, არეცოს პროვინციაში მდებარე ვალენტინოს ქარხანა, სადაც ბრენდი თავის პოპულარულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა, დაიწვა. ინფორმაციას მოდის სახლის წარმომადგენლები ადასტურებენ. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობილია, რომ დამწვარ სივრცეში Rockstud-ის საკულტო მოდელები იქმნებოდა.

Rockstud ვალენტინოს კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი პროდუქტია. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სელებრითებს, ინფლუენსერებს, ბლოგერებსა და მოდის მოყვარულებს შორის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფეხსაცმელი, რომელმაც 2010 წლიდან ვალენტინოს პოპულარობა ხელახლა განსაზღვრა. როგორც ბრენდი იუწყება, ხანძრის შედეგად, პოპულარული პროდუქტის თითქმის 38,000 მთლიანად, ან ნახევრად უკვე დასრულებული მოდელი დაიწვა.

ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, Jacopo Venturini-მ წარადგინა გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, Valentino ქარხანას მომავალი თვისთვის აღადგენს, ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი გახდეს დამსაქმებლების სამუშაო სივრცეში დაბრუნება. მანამდე, თანამშრომლების ნაწილი მუშაობას ვალენტინოს სხვა ქარხანაში განაგრძობს, ხოლო ნაწილი პრადას საწარმოში დასაქმდება.

Jacopo Venturini

აღსანიშნავია, რომ სიახლის გავრცელების შემდეგ, Prada Group-მა ვალენტინოს მხარდაჭერა დროულად გამოუცხადა. პრადამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ვალენტინოს დაუთმოს სივრცე, რათა მომავალი თვის განმავლობაში, ბრენდმა განაგრძოს კომერციულად მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმოება.