საკულტო ჩანთების ჩამონათვალი არასდროს არის სრულყოფილი შანელის გარეშე. ბალენსიაგას Motorcycle Bag – ის და დიორის Lady Dior – ის შემდეგ, მინდა შემოგთავაზოთ მოკლე სტატია შანელის 2.55 Handbag – ზე.
Chanel 2.55 არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
კოკო შანელმა Chanel 2.55 პირველად 1920-იან წლებში შექმნა, თუმცა საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგინა. ეს პროდუქტიც, როგორც შანელის სხვა ინოვაციები, თავისუფლების და პრაქტიკულობის იდეის მატარებელი იყო. კოკოს მობეზრდა კლათჩების ტარება, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი ჩანთა შეექმნა, რომელიც მის ხელებს გაათავისუფლებდა. აღსანიშნავია, რომ 2.55 ჯარისკაცების ზურგჩანთების დამჭერებით იყო შთაგონებული.
გასული საუკუნის 50-იანებში, როცა შანელი მოდაში კვლავ გააქტიურდა, მან ჩანთის დიზაინი განაახლა და მყიდველს შესთავაზა, როგორც „2.55“, რაც ჩანთის საბოლოო ვერსიის შექმნის თარიღს – 1955 წლის 2 თებერვალს აღნიშნავდა.
80-იანი წლებში, კარლ ლაგერფელდმა კოკოს მემკვიდრეობის გადახედვისას „2.55“ ჩანთის მოდერნიზება გადაწყვიტა. ლაგერფელდის განახლებული ვერსია შანელის მოდის სახლის სიმბოლოდ იქცა. ეს არის ფრანგული ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი კლასიკური მოდელი, რომელიც ძალიან ჰგავს 2.55 – ს.
ერთ-ერთი მარტივი გზა, რომ ადვილად განვასხვავოთ პირველადი, 1955 წელს შექმნილი Chanel 2.55, მოდერნიზებული Chanel Classic Bag-ისგან არის საკეტი.