თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ვკითხულობთ, ცნობილი მოდის სახლი, ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით, საქართველოში გადაღებებს გეგმავდა, თუმცა დღეს, მათ გადაღება გააუქმეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური გარემოა.

თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე არაერთი ცნობილი მედია გამოცემა წერდა, მათ შორის მოდის პრესის რამდენიმე მნიშვნელოვანი ჟურნალი.