„ჩვენ ყველა მოდის მსხვერპლი ვართ“, ეწერა გარემოს დაცვის ორგანიზაციის “Extinction Rebellion” – ის აქტივისტის ლოგოზე, რომლითაც ახალგაზრდა ქალი დიორის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე შეიჭრა. “Extinction Rebellion” – ში განმარტეს, რომ აქტივისტი მაღალი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ „საიდუმლოს“ – ჭარბწარმოებას და მოძველებულ სისტემას აკრიტიკებდა.

პანდემიის პარალელურად, დიორის ქალის ხაზმა, გასულ 3 თვეში, სამი კოლექცია ორი ჩვენებით და ერთი კატალოგით წარადგინა.

2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ქიურის თვალით დანახული დიორის მყიდველი თვითიზოლაციაშია, შეხვედრებს Zoom-ში მართავს, არ სჭირდება „ბარის“ ჟაკეტი, ან ბრენდის იდენტობის განმსაზღვრელი სხვა ცნობილი სილუეტი, სანაცვლოდ – არჩევანს პრაქტიკულ სამოსზე აკეთებს. ქიურის ხედვა შესაძლოა დადებითადაც შეფასებულიყო, რომ არა ზედაპირულობა, რომელიც მარიას შემოქმედებაში ყოველთვის თავს იჩენს.

თუ დიზაინერი გვეუბნება, რომ მოდა უნდა შენელდეს, დამშვიდდეს და აუწყოს ფეხი რეალობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრება, დისტანციის გარეშე, კვლავ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ის არ უნდა ხარჯავდეს მილიონობით დოლარს ჩვენების მოწყობაში, რომელზეც Zoom -ის შეხვედრებისთვის შესაფერის ტანსაცმელს გვთავაზობს.

Dior გაზაფხული/ზაფხული 2021

Dior გაზაფხული/ზაფხული 2021