ნეიტრალურმა სახელმწიფომ რუსეთიდან ოქროს და ოქროს ნივთების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება 3 აგვისტოს მიიღო. აკრძალვა ეხება შვეიცარიის ტერიტორიაზე რუსული ოქროს ტრანსპორტირებასაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პროტესტი, რომელიც მაისის თვის ანგარიშმა გამოიწვია. 2022 წლის მაისში, რუსეთიდან შვეიცარიაში 3.1 ტონა ოქროს იმპორტი განხორციელდა, პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.