დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო განწყობის მატება უკვე შესამჩნევია. მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ახალი წლის დადგომას განსაკუთრებულად ხვდებიან. შესაბამისად, მომდევნო კვირების განმავლობაში უნდა ველოდოთ ახალ კაპსულა კოლექციებს, სპეციალური შეთავაზებებსა და რა თქმა უნდა, სარეკლამო კამპანიებს.
ბარბერიმ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა 2022 წლის Holiday კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ შაკირას ძალიან წარმატებული მუსიკალური კარიერა თითქმის 2 ათწლეულს ითვლის, მას და მაღალი მოდის ბრენდებს არასდროს ჰქონიათ ახლო კავშირი. გამომდინარე აქედან, შაკირას კამპანიის სახედ ხილვა, მოულოდნელი და ამაღელვებელი სიახლეა.

შაკირასთან ერთად კამპანიაში მონაწილეობს ნიგერიელი არტისტიც – Burna Boy.
აქვე გეტყვით, რომ ბარბერის ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს. მიმდინარე წლის სექტემბერში, რიკარდო ტიშიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მას კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიელ ლი შეცვლის. ლი თავის სადებიუტო კოლექციას 2023 წლის დასაწყისში წარადგენს. მანამდე ბარბერის სარეკლამო კამპანიებში, კვლავ ტიშის ხელწერას და დიზაინს ვხედავთ.