კონგლომერატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამკაულების საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა.
„ქერინგის“, „რიჩმონტის“ და „პანდორას“ ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მიუღებელია იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელიც აგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ გზით აფინანსებს სისხლიან ომს უკრაინაში.
Richemont არის შვეიცარიული კონგლომერატი, რომელიც ფლობს ძვირფასი აქსესუარების ისეთ პოპულარულ ბრენდს, როგორიცაა Cartier. Kering-ის შემადგენლობაშია გუჩის და ბალენსიაგას სამკაულების ხაზი.
რაც შეეხება „პანდორას,“ 1982 წლიდან, ეს დანიური კომპანია მსოფლიოში სამკაულების ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და მოთხოვნად კოლექციებს აწარმოებს.