მაისში სუპერმოდელი გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩაერთო და ჩვენება ჯონი დეპის სასარგებლოდ მისცა. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, მოსის პროცესში ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ემბერ ჰერდმა სასამართლოს მიმდინარეობის დროს მიცემულ ჩვენებაში ქეით მოსი ახსენა. ჰერდმა აღიარა, რომ 2015 წელს, ჩხუბის დროს, დეპს სილა გააწნა. მისი თქმით, ეს დის დასაცავად გააკეთა, რადგან ეგონა, რომ ჯონი მას კიბეზე დააგორებდა. “არ ვიხევ უკან, არაფერს ველოდები. გონებაში მომენტალურად ქეით მოსი და კიბეები გამახსენდა”- განაცხადა ჰერდმა.

სასამართლოზე, მოსმა კატეგორიულად უარყო ემბერის სიტყვები და აღნიშნა, რომ არასდროს, არანაირ კიბეზე, დეპს ის არ დაუგორებია. BBC-ის ახალ პოდკასტში, სუპერმოდელმა განმარტა თუ რატომ მისცა ჩვენება გახმაურებულ სასამართლო პროცესზე: „მე მჯერა სიმართლის, მჯერა სამართლიანობის და მართლმსაჯულების. ჯონიზე სიმართლე ვიცი. მას არასდროს დავუგორებივარ კიბეზე. სიმართლე უნდა მეთქვა!”

ქეითმა ჯონ გალიანოც გაიხსენა: „ვიცი, რომ ჯონ გალიანო ცუდი პიროვნება არ არის. მას ალკოჰოლის პრობლემა ჰქონდა. ადამიანები საკუთარ თავს აღარ ჰგვანან, როდესაც სვამენ და შეიძლება თქვან ისეთი რამ რასაც სიფხიზლეში არასდროს იტყვიან.“ 

პოდკასტის სრულად მოსასმენად მიჰყევით ლინკს – BBC/Kate Moss.