ინგლისში Royal Ascot-ის ცნობილი დოღი გაიმართა. ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. გამორჩეული ყურადღება კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის ჩაცმულობამ დაიმსახურა. მიდლტონს ალესანდრა რიჩის თეთრი წერტილოვანი პოლკა ამშვენებდა.
პრინცესა დაიანა ქეით მიდლტონი
ელეგანტურმა კაბამ საზოგადოებას პრინცესა დაიანას 1988 წლის კოსტიუმი გაახსენა. დაიანას შთამაგონებელი სტილი მისი სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით სამეფო ოჯახში.