პრესა რეპერის ახალ წამოწყებაზე ალაპარაკდა. საქმე იმაშია, რომ 29 ივნისს, ქანიემ ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სამსახურს განცხადებით მიმართა და YZYSPLY-ის დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ YZYSPLY- ის სახელწოდებით, უესტი მაღაზიათა ქსელის გახსნას გეგმავს. ეს ეხება, როგორც ონლაინ, აგრეთვე ფიზიკურ სივრცეებს.
აღსანიშნავია, რომ YZYSPLY შემოკლებული სახელია “Yeezy Supply Website”-ის, სადაც არტისტი ადიდასთან თანამშრომლობით შექმნილ კოლექციებს ყიდის. ადიდასმა ქანიეს ახალ წამოწყებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ სპორტული გიგანტი ჩართული იქნება ‘YZYSPLY’-ის მაღაზიათა ქსელის გახსნაში.