იანვარში ცნობილი გახდა, რომ ქანიე ვესტი და დემნა Gap-თან თანამშრომლობას იწყებენ. თანამშრომლობა კოლაბორაციულ კოლექციას გულისხმობს. პროექტის სახელწოდებაა Yeezy Gap Engineered by Balenciaga.
როგორც ვესტმა Vogue-თან საუბრისას აღნიშნა, მოდის სახლ “ბალენსიაგას” კრეატიულ ხელმძღვანელთან, დემნასთან თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას გამორჩეული პროდუქტი.
კოლაბორაციული პროექტიდან პირველი კოლექცია გუშინ გამოქვეყნდა. მისი ხილვა შესაძლებელია როგორც ბალენსიაგას, აგრეთვე ქანიეს ინსტაგრამზე.
კოლექციის შესაძენად უნდა ეწვიოთ Yeezygap.com -ს ან Farfetch.com -ს.