ბრიტანელი სუპერმოდელი ვოგის ფრანგული გამოცემის სექტემბრის ნომერს ამშვენებს. ხანგრძლივი და გასაოცარი კარიერის განმავლობაში, მოსი დაბეჭდილია ვოგის 100-ზე მეტ გარეკანზე. თუმცა მას შემდეგ, რაც პარიზის ვოგმა სახელი შეიცვალა და ოფიციალურად Vogue France დაერქვა, ეს გახლავთ ქეითის პირველი გარეკანი. მოსის სტილზე ქეით ფელანმა იზრუნა. სუპერმოდელს გუჩის კოლექცია აცვია. რაც შეეხება ფოტოგრაფს, ახალი ნომერი ქარლინ ჯეიკობსმა გადაიღო.



სექტემბრის ნომერში ქეითმა ოფიციალურად დააანონსა სილამაზისა და ჯანსაღი ცხოვრების საკუთარი ბრენდი – Cosmoss. ამ ნაბიჯით ქეითი შეურთდა იმ ვარსკვლავების მზარდს სიას, რომლებიც Beauty & Wellness ინდუსტრიებში აქტიურად იწყებენ ბიზნეს საქმიანობას.
ქეით მოსის ახალი ბრენდი გაყიდვაში 1 სექტემბერს გამოჩნდება.