კარლი კლოსი:

„მოდელისთვის თმის შეჭრა შეიძლება იყოს საუკეთესო, რაც მის კარიერაში მოხდა, ან პირიქით. ვოგიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მხოლოდ ფოტოსესია არ უნდოდათ, ანა ვინტურის სურვილი იყო, რომ თმაც შემეჭრა. არ ვიცი რატომ, შეიძლება იფიქრა, რომ ცვლილება მჭირდებოდა, რადგან ჩემი თმა გაფუჭებული იყო, იმდენჯერ შემღებეს ქერად, წითურად, ყავისფრად, ძალიან ბევრ განსხვავებულ ფრად, ან ანას უბრალოდ უნდოდა, რომ გადაღება თმის შეჭრაზე გაეკეთებინა. მოდელი ვიყავი და დავთანხმდი. მაშინ მეტი არაფერი ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე, რა მაქვს დასაკარგი? თმას უფასოდ შევიჭრი.

მოკლედ, პატრიკ დემარშელიეს სტუდიაში ვართ და გარენმა თავისი მაკრატელი მოიმარჯვა, ეს ფოტო გადავიღეთ შეჭრის პროცესში. ვიტირე, იმიტომ არა, რომ გარენი ცუდად გამიკეთებდა, უბრალოდ არასდროს იცი, როცა მოდელი ხარ, ვარცხნილობის შეცვლა შენს გარეგნობას ცვლის. 20 წლის ასაკში სიახლით საკმაოდ აღელვებული ვიყავი, მაგრამ თან ვფიქრობდი, რა მოხდება, თუ ეს ცვლილება ჩემს კარიერას დაასრულებს?

გარენი კარლის ჭრის თმას პატრიკ დემარშლიეს ობიექტივში

შედეგად მივიღე ეს ვარცხნილობა (იხილეთ ქვედა ფოტო). ვოგში მითხრეს, რომ ფოტო ამერიკული ვოგის იანვრის ნომერში დაიბეჭდებოდა და ოქტომბრიდან იანვრამდე ვარცხნილობის ცვლილება საიდუმლოდ უნდა შემენახა. მე ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, როგორ უნდა შემენახა საიდუმლოდ თმის შეჭრა ოქტომბრიდან იანვრამდე, ვიღაც მაინც შეამჩნევს. თან, ორშაბათს შევიჭერი თმა და სამშაბათს იყო ვიქტორია სეკრეტის შოუ.

კარლი მოკლე თმით, ფოტო, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო ამერიკული ვოგის იანვრის ნომერში

გამოვჩნდი შოუს კულისებში მოკლე თმით და არ ვხუმრობ, ყველა, ვინც ვიქტორია სეკრეტში მუშაობდა, გაოცდა: „რაა? შეგეძლო გეთქვა და ჩვენ შეგჭრიდით, რა მოხდა? კარგად გამოიყურები, მაგრამ ღმერთო ჩემო, რა გააკეთე?“  მაშინ არ ვიყავი საკმარისად თავდაჯერებული რომ მეთქვა, ეს ჩემი ვარცხნილობაა, მე ვფლობ. ამიტომ ვუთხარი ის გაეკეთებინათ, რაც თვითონ უნდოდათ და მათ ჩემს თმას მოცულობა მისცეს.

კარლი ვიქტორია სეკრეტის 2012 და 2013 წლების ჩვენებებზე

შემდეგ წელს პოდიუმზე უკვე მოკლე თმა მქონდა. ჩემი ვარცხნილობა მნიშვნელოვანი გახდა. არ ვიცი სიმართლეა თუ არა, მაგრამ ვისმენდი ისტორიებს, რომ ხალხი სილამაზის სალონებში მიდიოდა და ამბობდა: „მე კარლის ვარცხნილობა მინდა!“ კოკო შანელის ერთი ფრაზა განსაკუთრებით მიყვარს, ის ამბობდა, როდესაც ქალი იჭრის თმას, ის მზადაა საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად და ჩემი აზრით – ძალიან სიმართლეა.“