ბრიტანული პრესის ცნობით, ბრენდ Victoria Beckham-ის უფროსი დიზაინერი, Ilaria Icardi დაკავებულ თანამდებობას წლის ბოლომდე დატოვებს. ილარია ვიქტორიას მეგობარი და შემოქმედებითი კოლაბორატია. მან, გასული 7 წლის განმავლობაში, ბექჰემის მოდის სახლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილება ბრენდის კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდება. როგორც ირკვევა, Victoria Beckham-მა 46 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაკარგა.

Victoria Beckham

ბექჰემი საკუთარი ოჯახის ქონებას ხშირად იყენებს ტანსაცმლის ხაზის კრიზისიდან გამოსაყვანად. 2018 წელს, დეივიდ ბექჰემმა მოდის სახლ Victoria Beckham-ისთვის 23 მილიონი ფუნტი გაიღო, თუმცა ინვესტიცია, რომელსაც ვარსკვლავური წყვილი მოდის სახლში დებს, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა, მითუმეტეს, პანდემიის ეკონომიკური სირთულეების ფონზე. გასულ კვირას, გამოცემა The Sun იუწყებოდა, რომ ფინანსური პრობლემებია ვიქტორია სილამაზის ხაზშიც.

პრესის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ Victoria Beckham-ს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ვერ მიიღეს.