დიდი რეორგანიზაციის შემდეგ, Missoni-ის ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს. ბრენდში ცვლილებები 2018 წელს დაიწყო, როდესაც Missoni -ის 41% წილი იტალიურმა კომპანიამ, FSI – იმ შეიძინა. 2 წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველი ლოქდაუნის პარალელურად, ბრენდის აღმასრულებელ დირექტორად Livio Proli დაინიშნა. რასაც მოჰყვა ანჯელა მისონის განცხადება, შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ანჯელას აღნიშნულ პოზიციას 24 წლის განმავლობაში იკავებდა.
რაც შეეხება ახალ შემოქმედებით დირექტორს, ბრენდმა არჩევანი 40 წლის ფილიპო გრაციოლიზე შეაჩერა. როგორც ვკითხულობთ, გრაციოლი პასუხისმგებელი იქნება მისონის ქალის და მამაკაცის ხაზის კოლექციებზე, აგრეთვე ბრენდის სტილსა და იმიჯზე.
იტალიელი დიზაინერი მოდას მილანის Istituto Europeo di Design-ში სწავლობდა. გასული 18 წლის განმავლობაში, ის მუშაობდა არაერთ პრესტიჟულ კომპანიაში, მათ შორის: Margiela, Hermès, Givenchy, Burberry. ფილიპოს მენტორად შეგვიძლია დავასახელოთ ბარბერის შემოქმედებითი დირექტორი, რიკარდო ტიში.
მისონში გრაციოლის სადებიუტო კოლექციის ჩვენება სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულს შედგება.