ბერლუტის შემდეგ, შემოქმედებითი დირექტორი იცვლება LVMH-ის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ ბრენდში. პორტუგალიელი დიზაინერი, ფელიპე ოლივეირა ბაპტისტა კენზოს შემოქმედებით დირექტორად სულ რაღაც 2 წლის წინ დაინიშნა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, მისი 4 სეზონიანი კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, აღარ გაგრძელდება. “პატივი მერგო მემსახურა ამ არაჩვეულებრივი მოდის სახლის და მისი დამფუძნებლის, კენზო ტაკადას განსაცვიფრებელი მემკვიდრეობისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, ატელიეს, ყველას, ვინც საკუთარ ნიჭი და ერთგულება ჩადო ამ არაჩვეულებრივ მოგზაურობაში,” წერს დიზაინერი ინსტაგრამზე.

Kingston University-ის კურსდამთავრებული პირველად 2003 წელს შეამჩნიეს, როდესაც მოდის და ხელოვნების პოპულარულ ფესტივალის, ANDAM -ის დიზაინის კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. გამარჯვების შემდეგ, ბაპტისტამ შექმნა საკუთარი სახელობის ბრენდი. პარალელურად, 2010 წელს, პორტუგალიელი Lacoste  -ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. სწორედ Lacoste  -დან შეუერთდა ის კენზოს.

ფრანგულ კონგლომერატს ფელიპეს შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია.