ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად აღიარებულ ქალაქში, ფრანგული ბრენდის ახალი მაღაზია გაიხსნა. ადგილობრივ პრესას მაღაზიასთან არსეული უწყვეტი რიგები არ გამოჰპარვია, თუმცა შედეგმა რეალობას მაინც გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, Hermès-ის ახალი მაღაზიის გაყიდვები, მხოლოდ პირველ დღეს, 4.5 მილიონი დოლარი იყო.

განსაკუთრებული მოთხოვნა ჩანთებზე გამოიკვეთა, რისთვისაც ბრენდი მზად აღმოჩნდა. ერმესმა ჩინელ მომხმარებელს ცნობილი ჩანთების იშვიათი მოდელები შესთავაზა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასა და მაღაზიაში იყიდება.