ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე ჯოანა ჰოგის ახალი ნამუშევრის, “The Eternal Daughter”-ის პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლს ანდროგენული სტილით სახელგანთქმული მსახიობი, ტილდა სუინტონი ასრულებს.
სუინტონი ვენეციაში ახალი ფილმის ჯერ პრეს-კონფერენციას, ხოლო შემდგომ პრემიერას, ლუევეს და ჰაიდერ აკერმანის კოლექციებით შემოსილი დაესწრო.
პრესის ყურადღება ტილდას ვარცხნილობამ დაიმსახურა. როგორც მსახიობმა განმარტა, ყვითლად შეღებილი თმა უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.