იტალიური ბრენდისთვის ახალი კაპსულა კოლექცია უკრაინელმა დიზაინერმა, ვიტა კინმა შექმნა. ვიტა ცნობილია ტრადიციული უკრაინული ტანისამოსით. მის კოლექციებში ჭარბობს ეროვნული სამოსის ელემენტები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მოდაში ვიკა საკმაოდ ცნობილია, მისი კოლექციები პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ინფლუენსერებში და არა მარტო. Gucci-ისთან თანამშრომლობა დიზაინერს საერთაშორისო ასპარესზე ადგილის დაკავებაშიც დაეხმარება.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ თვეს, Camera Nazionale della Moda Italiana – ფედერაციამ, რომელიც პასუხისმგებელია იტალიური მოდის მართვასა და პოპულარიზაციაზე, ახალი ჰუმანიტარული პროექტი დაიწყო.
პროექტის მიზანია უკრაინელი ლტოლვილების დახმარება და ინტეგრაცია იტალიურ სოციუმში. როგორც ფედერაციის თავმჯდომარე კარლო კაპასა აღნიშნავს, იტალიურ მოდაში, უკრაინელი ლტოლვილებისთვის, უკვე შექმნილია 150 სამუშაო ადგილი.