WWD ტომ ფორდთან ახალ ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ფორდი კანის მოვლის ხაზს უშვებს. ხაზის დებიუტი 2 პროდუქტით შედგება: “Serum Concentrate” (ფასი: 350 დოლარი) და “Crème Concentrate” (ფასი 450 დოლარი). ამერიკაში Tom Ford Research გაყიდვაში აგვისტოში გამოჩნდება ფორდის ახალ სუნამოსთან ერთად. შეძენა შესაძლებელი იქნება Saks Fifth Avenue -ში და ტომ ფორდის მაღაზიებში. სექტემბრიდან ხაზი საერთაშორისო ბაზარზეც გამოვა.
WWD იუწყება, რომ დიზაინერი ახალ პროდუქციას სპეციალურად აზიელი კლიენტებისთვისაც შექმნის. ტომ ფორდის სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტები აზიაში განსაკუთრებით პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ ფორდი აზიურ ბაზარზე 2016 წელს შევიდა, მისი ბიუთი ხაზის მყიდველების 40% აზიელია. ტომი კანის მოვლის ბრენდს ესტე ლაუდერთან თანამშრომლობით ქმნის. როგორც თავად ამბობს, მეცნიერულ დონეზე შეისწავლის ყველა კრემს, რომელსაც გამოუშვებს, რადგან ის არ არის დიზაინერი, რომლის პროდუქტიც მხოლოდ ლამაზი შეფუთვით გამოირჩევა.
