ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა გარემოს დაცვის სფეროში.  წელიწადში 120 მილიარდზე მეტი პლასტმასის კონტეინერი ეშვება გაყიდვაში. წარმოება კატასტროფულად აჭარბებს მოთხოვნას. შედეგად, საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია და ცხადია, რომ საუბართან ერთად მოქმედებაც აუცილებელია. ახლანდელი შეფასებებით, 2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი. ამის ფონზე, ცნობილი ადამიანების, განსაკუთრებით მოდის ვარსკვლავების ჩართულულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოდა და სილამაზის ინდუსტრია, ნავთობის შემდეგ, ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს.

ფოტოები ტომ ფორდის ახალი საათის სარეკლამო კამპანიიდან

ტომ ფორდის უახლესი პროდუქტი და კამპანია სწორედ ზემოთხსენებულ პრობლემას ეხება. ამერიკელმა დიზაინერმა საათის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც ოკეანის პლასტმასისგან არის შექმნილი.

როგორც ფორდი აღნიშნავს, 1 საათის შექმნას 35 პლასტმასის ბოთლი სჭირდება. შესაბამიდად, მის კოლექციაში 1 საათი უტოლდება ოკეანედან ამოღებულ 35 პლასტმასის ბოთლს. ამასთან ერთად, დიზაინერი აცხადებს სპეციალურ პრიზს და ჯილდოს – მილიონ დოლარს. Tom Ford Plastic Innovation Prize გადაეცემა მას, ვინც, ნოვატორული იდეით, თხელი პლასტმასის (პოლიეთილენის პარკი რითიც არის დამზადებული) შემცვლელს შექმნის.

ფოტოები ტომ ფორდის ახალი საათის სარეკლამო კამპანიიდან