მსოფლიოში კორონავირუსის მძიმე ეპიდვითარების ფონზე, მოდის დედაქალაქები, შეზღუდვებით, თუმცა მოდის კვირეულებს მაინც მასპინძლობენ. მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, პარიზში Haute Couture კვირეული დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ოტ კუტიურის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიუხედავად ამისა, პარიზში აცხადებენ, რომ ახალი დეკადა განსხვავებულად დაიწყო და შექმნილია თითქმის ყველა წინაპირობა, რომ ოტ კუტიურ მოდის კვირეული და ტანისამოსის ეს ფორმა კვლავ გახდეს მიმზიდველი, აქტუალური და მნიშვნელოვანი.

Fédération de la Haute Couture et de la Mode -ს პრეზიდენტის, რალფ ტოლედანოს თქმით, ისეთი დიზაინერების და ბრენდების კვირეულში წინ წამოწევა, როგორებიცაა აზარო, ოლივიერ თეისკენსის ხელმძღვანელობით, ალბერ ელბაზი და სკიაპარელის დენიელ როუზბერი, იმედისმომცემია. 2021 წლის ივლისიდან, Haute Couture-ს შეუერთდებიან ისეთი სახელებიც, რომლებმაც გასული ათწლეულის გარდაქმნაში და მოდის ტრადიციული სისტემის გამოწვევაში უდიდესი როლი შეასრულეს, ერთ-ერთი მათგანია ბალენსიაგას ქართველი კრეატიული დირექტორი – დემნა გვასალია. თუმცა სანამ ბალენსიაგაში დემნას სადებიუტო ოტ კუტიურ კოლექციას ვიხილავთ, თვალი გადავავლოთ მოდის კვირეულის ახალი ვარსკვლავის, ამერიკელი დიზაინერის, დენიელ როუზბერის ნამუშევარს.

Schiaparelli – Haute Couture – გაზაფხული 2021

შემოქმედებითი დირექტორი: დენიელ როუზბერი

ფოტოები: Vogue.com

Tags :