ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული სატელევიზიო შოუს, Euphoria-ს ესთეტიკა ე.წ. „თაობა  Z“-ის სახედ და იმიჯად იქცა. ეს არ არის მხოლოდ მკვეთრად შეღებილი ტუჩები, გლითერები და ფერადი, ნეონის თვალის ჩრდილები – Euphoria-ს მაკიაჟი ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის ერთგვარ სიმბოლოდ პოზიციონირდა, რომელიც გარკვეული მესიჯებისა და მინიშნებების მატარებელიც არის.  სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრენდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ხედვა და პროდუქტი „თაობა  Z“-მდე მიიტანონ, სერიალის ვარსკვლავებთან კონტრაქტებს აფორმებენ.

ცნობილი გახდა, რომ სერიალ “ეიფორიას” ვარსკვლავი, ბარბი ფერეირა YSL Beauty-ის ახალი სახეა. ბარბი ბრენდს აშშ-ის მასშტაბით წარადგენს. ის რეკლამას გაუწევს YSL Beauty-ის არამარტო კოსმეტიკურ საშუალებებს, არამედ საკულტო სუნამო Black Opium-ს.

Barbie Ferreira

შეგახსენებთ, რომ “ეიფორიას” მეორე სეზონის პრემიერა იანვარში შედგა და უკვე გამოიწვია იმხელა გამოხმაურება, რომ HBO-მ სერიალის მესამე სეზონიც დაამტკიცა.