სერგი რიგვავა ქართული წარმომავლობის ავსტრიელი მოდელია, რომელმაც სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო და დიდ წარმატებას მიაღწია. სერგის მამა ქართველი ხელოვანი, გია რიგვავაა, დედა – ჰოლანდიელ – ფრანგი მუსიკოსი, სუსან დუმასი. რიგვავა ავსტრიაში იზრდებოდა. სწორედ ავსტრიაში, ელიტ მოდელ ლუქის კონკურსზე, მან მოდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები გადადგა.
თვალი გადავავლოთ სერგის წარმატებულ კარიერას:
2014 წელს სერგიმ ავსტრიულ ელიტ მოდელ ლუქში გაიმარჯვა და იმავე წელს საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე ავსტრია წარადგინა. რიგვავა მსოფლიო ფინალში ტოპ 5 მოდელში მოხვდა. სამოდელი სააგენტო Elite Models- მა სერგის კონტრაქტი გაუფორმა. პირველივე სეზონი წარმატებით დაიწყო. დამწყები მოდელი მილანში ერმენეჯილდო ზენიას, გუჩის და ფენდის ჩვენებებზე გამოვიდა. მაშინ რიგვავა მხოლოდ 15 წლის იყო.
მილანის მოდის კვირეული 2014 წელი, სეზონი: გაზაფხული ზაფხული 2015. ბრენდები მარცხნიდან მარჯვნივ: ზენია, ფენდი, გუჩი.
მილანიდან სერგიმ ლონდონში გადაინაცვლა, სადაც თითქმის ყველა წამყვან ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის ბრიტანული მოდის უპირობო ლიდერი ბრენდი, ბარბერიც იყო.
ბარბერი შემოდგომა/ზამთარი 2015 – ლონდონის მოდის კვირეული.
პარიზში სეზონი არანაკლები წარმატებით დაიწყო. რიგვავამ ვალენტინოს 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის სამოსის შოუ გახსნა.
ვალენტინო შემოდგომა/ზამთარი 2015 – პარიზის მოდის კვირეული.
პარიზში ვალენტინოს შოუს გახსნის შემდეგ, თინეიჯერი ლუი ვიტონის, დიორის, რაფ სიმონსის ჩვენებებზეც ვიხილეთ.
პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული 2015 წელს, სეზონი: შემოდგომა/ზამთარი 2015. მარცხნიდან მარჯვნივ: ლუი ვიტონი, რაფ სიმონსი, დიორი.
პოდიუმის მოდელობის პარალელურად სერგიმ სარეკლამო კამპანიებშიც მოახერხა მოხვედრა. რიგვავა ვალენტინოს 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახე გახდა. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რიგვავა დიორის კატალოგშიც გადაიღეს.
ფოტოები დიორის კატალოგიდან.
რიგვავას ფოტოები დაიბეჭდა მოდის ბიბლიაშიც. სერგი Vogue Hommes 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის ნომერში. ედითორიალში მოდელს პრადას სამოსი ამშვენებს.

2018 წელს მოდელმა საკუთარ პორტფოლიოს ტომ ფორდიც შემატა. სერგი არამხოლოდ პოდიუმზე, არამედ ფორდის კამპანიაშიც ვიხილეთ.
ტომ ფორდის შემოდგომა/ზამთრის 2018 წლის კამპანია.

ტომის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ.

ჯამში, 2014 წლიდან დღემდე, სერგიმ 150 -ზე მეტ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: Gucci, Prada, Fendi, Boss, Missoni, Michael Kors, Versace, Balmain, Berluti, Dior, Marni, გადაიღეს შემდეგ ჟურნალებში: Vogue, GQ, V, L’Officiel, Numero, Wonderland, Esquire, დაამშვენა შემდეგი ბრენდების კამპანიები და კატალოგები: Isabel Marant, Zara, Valentino, Zegna, Dior, Tom Ford, Giuseppe Zanotti, Hermès.
მიუხედავად შთამბეჭდავი კარიერისა, რიგვავა ხშირად აღნიშნავს, რომ მოდელობა მისი მიზანი არ ყოფილა. დედის მსგავსად, სერგიც მუსიკით არის დაინტერესებული.