საუკუნეების განმავლობაში, იტალია სახელგანთქმული იყო ხელოვნებისადმი გამორჩეული დამოკიდებულებით – კრეატიულობით, ხარისხითა და სტილით. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია, რამაც ქვეყანა მოდისა გლობალური ინდუსტრიის ცენტრად აქცია. იტალიას თანამედროვე ტენდენციების და სილამაზის საგანძურადაც მოვიხსენიებთ. ამის თქმის შესაძლებლობას არა მხოლოდ ისტორია, არამედ დღევანდელი სტატისტიკაც გვაძლევს. ევროპაში წარმოებული კოსმეტიკის 67%-ზე მეტი სწორედ იტალიაში იქმნება. ასეთი მდიდარი წარსულის და კონკურენტიანი ბაზრის პირობებში, ქვეყნის წამყვან კოსმეტიკის ბრენდად პოზიციონირება მრავლისმთქმელი ფაქტია.

KIKO Milano 1997 წელს დაარსდა, სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა და იტალიის N1 კოსმეტიკურ ბრენდად იქცა. ამ ეტაპზე მსოფლიოს გარშემო, 30 ქვეყნის მასშტაბით, კიკო მილანოს 900-ზე მეტი მაღაზია აქვს. ჩვენი მკითხველისათვის კი განსკუთრებით სასიხარულო სიახლე უნდა იყოს ის, რომ ძალიან მალე, საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც კიკოს მაღაზიები წარმატებით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალურ ქსელში გვხვდება სხვადასხვა ქართული გვერდი, რომელიც ბრენდის პროდუქციას ჰყიდის, თუმცა, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა პირველად სწორედ წელს შემოდის ჩვენს ქვეყანაში -2021 წლის გაზაფხულზე, KIKO Milano-ს სამი ოფიციალური მაღაზია, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში (საბურთალოზე) გაიხსნება. პოპულარულ ტუჩსაცხებთან, თვალის ლაინერებთან, რევოლუციურ მასკარასთან და Unlimited Foundation SPF 15-თან ერთად, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს სეზონურ და ლიმიტირებულ კოლექციებსაც შესთავაზებს. აქვე უნდა ითქვას, რომ KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარმატებით წარადგენს.


როცა საუბარია KIKO Milano-ზე, ბუნებრივად ჩნდება ინტერესი, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი გავლენა სილამაზის ინდუსტრიის წარმოუდგენლად კონკურენტულ ბაზარზე. ბრენდის ფენომენალური წარმატება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება: პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი. პროდუქტის 100% დამზადებულია ევროპაში, მათ შორის უდიდესი ნაწილი – იტალიაში. ბრენდის შემოქმედებითი გუნდი უახლესი ტექნოლოგიის და მიდგომის გამოყენებით მუშაობს, რაც იწვევს ნდობას მომხმარებლებში, რომელთა შორის არიან ისეთი გავლენიანი პერსონები, როგორიც გახლავთ მაგალითად, დიზაინერი სტელა მაკარტნი.

მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალი ვიზაჟისტები ხელმისაწვდომი კოსმეტიკური ხაზებიდან და არა მხოლოდ, რეკომენდაციას სწორედ კიკო მილანოს უწევენ. ცნობილმა Makeup არტისტმა, Tom Pecheux-მა, ფრანგულ ვოგთან ინტერვიუში, გაამხილა, რომ მოდის ლეგენდარული რედაქტორის და სტილისტის, კარინ როიტფელდის სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო KIKO Milano-ს ტუჩსაცხია. ბრენდის ასეთი რეპუტაცია დეკორატიულ კოსმეტიკაზე შეყვარებული უამრავი ქართველი მომხმარებლისათვის უცხო სულაც არ არის და ახლა მისი ოფიციალური მაღაზიის არსებობა, კიდევ უფრო მეტი აღმოჩენების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაზაფხულზე, კიკო მილანოს ქართულ მაღაზიებში 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის – საყოველთაოდ სახელგანთქმული ტუჩსაცხების პალეტი, რომელიც ინსტაგრამის ერთ-ერთ ჰიტადაც შეგვიძლია დავასახელოთ.


ახალი ტენდენციების უსწრაფესად ათვისებას, დასამახსოვრებელი გამოცდილების მიღებას და იდეალური ყოველდღიური მეიქ-აფ ლუქების შექმნას KIKO Milano-სთან ერთად, სულ მალე – გაზაფხულიდან შევძლებთ. მანამდე კი, გამოიწერეთ KIKO Milano-ს Instagram გვერდი- @kikomilano და პირველებმა გაიგეთ ყველა სიახლე ბრენდის შესახებ.

Tags :