სიახლე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლში Balenciaga გაიმართა.  პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა და ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა.” – ვკითხულობთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სიმბოლურია, რომ დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. დემნა გვასალია 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.

Tags :