მსოფლიო „ფეხბურთში ყველაზე სკანდალური ჩემპიონატის“ მოლოდინშია. სპორტის უდიდეს მოვლენას კატარი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ჩემპიონატს საკამათოს არაერთი ფაქტორი ხდის, მათ შორის კატარში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობა და ქვეყნის რელიგიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე დაწესებული დამატებითი შეზღუდვები. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებებისა, თამაშებზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ღონისძიების და სპორტის ამ სახეობის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, მსოფლიო თასი თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა მოდაც. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანია ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობით.

განსხვავებული მარკეტინგული ფორმებით, ჩემპიონატში სხვა ბრენდებიც გეგმავენ ჩართვას, მათ შორის სპორტული ტანისამოსის გიგანტები. რომელთა ესთეტიკაზეც დიდ გავლენას მოედანზე წარმოდგენილი სამოსი ახდენს. ამ სტატიაში გთავაზობთ 5 საკულტო საფეხბურთო ბუცს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან.


დიეგო მარადონა, 1986 წელი – Puma Kings

Getty Images / Hypebeast

გარი ლინეკერი, 1986 – Adidas Stratos 2000

Getty Images / Hypebeast

ზინედინ ზიდანი, 1998 წელი – Adidas Predator

Getty Images / Hypebeast

რონალდო. 2002 წელი – Nike Mercurial Vapor

Getty Images / Hypebeast

კილიან მბაპე, 2018 წელი – Nike Mercurial Superfly 360 

Getty Images / Hypebeast