ვალენტინ იუდაშკინს ახალი კოლექციის ჩვენება 8 მარტს, პარიზის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს უნდა გაემართა, თუმცა საფრანგეთის მოდის ფედერაციამ რუსი დიზაინერი კვირეულის ოფიციალური კალენდრიდან მოხსნა.

იუდაშკინმა არ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სისხლიანი აგრესია. რუსმა დიზაინერმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ვალენტინ იუდაშკინი და ვლადიმერ პუტინი

აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის კოსტიუმების შექმნაზე სწორედ იუდაშკინი მუშაობს. დიზაინერი ხშირად ჩნდება კრემლში, სპეციალურ საღამოებზე, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი მართავს. საფრანგეთის მოდის ფედერაციაში აცხადებენ, რომ პარიზის მოდის კვირეულში, პუტინის რეჟიმის მხარდამჭერების ადგილი არ არის.

Tags :