პრადას გენერალურმა დირექტორმა, პატრიციო ბერთელიმ გასული 4 თვე დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ Prada Group-ის გაყიდვები იზრდება.
უკვე 2 თვეა, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან ომს აწარმოებს. რის გამოც, საერთაშორისო მოდის სახლების უმრავლესობამ, მათ შორის პრადამ, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზია დახურა.
ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის შედეგები უფრო თვალსაჩინო 2022 წლის მეორე კვარტალში გახდება, თუმცა Prada Group-ში რუსეთის ბაზარზე მეტად საყურადღებო ჩინეთში განვითარებული მოვლენებია. გასული თვეების განმავლობაში, ჩინეთში ეპიდ-ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი გამოცხადდა. ჩინეთის ტერიტორიაზე პრადას 50 მაღაზიის დახურვა მოუწია.

როგორც ბერთელი ამბობს, რუსეთი პრადას გაყიდვების მხოლოდ 2%-ს შეადგენს, “მაგრამ ჩინეთი მნიშვნელოვანია.”
წყარო: Reuters