ყოველწლიურად, აღიარებული ბრენდები 16 – მდე კოლექციას, 2 მსხვილ კოლაბორაციას და 4 ჩვენებას ქმნიან, თუმცა არც ეს არის საკმარისი. 2018 წელს, ცნობილი გახდა, რომ დოლჩე & გაბანას წლიური ბრუნვის თითქმის 15% – ს სამზარეულოს აქსესუარებისგან მიღებული შემოსავალი შეადგენს, რაც არა მხოლოდ იტალიური ბრენდის ერთგული გულშემატკივრების სიყვარულით, არამედ საზოგადოებაში მაღალი ხარისხის და დახვეწილი სტილის მიმართ არსებული მოთხოვნითაც აიხსნება.
ცნობილი დიზაინერები წუნდაუდებელ გემოვნებასთან და კარგ ხარისხთან ასოცირდებიან. სწორედ ამან განაპირობა მაღალი მოდის დიზაინერების არა მარტო ტანსაცმელზე, არამედ ჩვენი ყოველდღიურობისთვის საჭირო სხვა ნივთებზე მოთხოვნის გაჩენა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ჯანი ვერსაჩე პოდიუმს იპყრობდა, საზოგადოებაში პოპულარული გახდა ვერსაჩეს პრინტებისგან და ლოგოსგან დამზადებული საძინებელი ავეჯი, სამზარეულოს ჭურჭელი და ფარდებიც კი. დღეს, უკვე არავის აკვირვებს, რომ ლუი ვიტონის კაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ვირჯილ აბლო ცნობილი მანქანის ახალ მოდელზე მუშაობს, ან მოსკინოს ჯერემი სკოტი საბავშვო ეტლების ბრენდთან თანამშრომლობს.
მაღალი მოდის მეამბოხემ, ჯერემი სკოტმა, რომელიც გასული 20 წელია თავისი ნიჭით, თეატრალურობით და იუმორით თანამედროვე კულტურაში ღირსეულ ადგილს ინარჩუნებს, CYBEX – თან კოლაბორაციით საბავშვო ეტლების და სავარძლების შექმნაზე იმუშავა. შავის და ოქროსფერის კომბინაცია როგორც ეტლს, ასევე სავარძელს დახვეწილ და თვალშისაცემ ვიზუალს ანიჭებს. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ დიზაინზე მოდის ინდუსტრიის გამორჩეულად ნიჭიერმა ფიგურამ იმუშავა, თუმცა როდესაც საქმე ბავშვების უსაფრთხოებას და კომფორტს ეხება, დახვეწილ დიზაინთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი – CYBEX კი ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელსაც ნდობას სელებრითი მშობლები უცხადებენ.
Cybex by Jeremy Scott
Cybex by Jeremy Scott Cybex by Jeremy Scott
ჯერემი სკოტის და CYBEX – ის თანამშრომლობამ დაანონსებისთანავე მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება, მოდელის პრეზენტაციია შემდეგ კი შეფასებებს წერენენ ისეთი გამოცემები, როგორებიც არის The New York Times, Vogue.
როგორც აღმოჩნდა, ჯერემი სკოტისთვისაც საკმაოდ საინტერესო იყო საბავშვო ეტლებზე მუშაობის პროცესი – “Cybex – თან ჩემი პირველი თანამშრომლობა ფერადი იყო, ახლა საპირისპირო მიმართულება ავირჩიე, შავი ოქროსფერი დეტალებით, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. თავიდანვე ვიცოდი, რომ პროდუქტი ძალიან კარგი დიზაინის უნდა ყოფილიყო და ამასთან ერთად – სრულად შესწავლილი და გამოცდილი. მოგეხსენებათ, CYBEX გერმანული კომპანიაა, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როდესაც საქმე პროდუქტის უსაფრთხოების შემოწმებას ეხება“. – ჯერემი სკოტი.
Cybex by Jeremy Scott Cybex by Jeremy Scott
იქიდან გამომდინარე, რომ ჯერემის საკუთარი შვილები არ ჰყავს, “Cybex” – თან თანამშრომლობის დაწყებამდე, მას არა ერთი საინტერესო დიალოგი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, ცნობილ კლიენტებთან, რომლებიც თავად არიან მშობლები და ეტლი, როგორც საბავშვო სხვა აქსესუარები, მათი ყოველდღიურობისთვის განუყოფელი ნაწილია.
„ბოლო დროს ჩემი ბევრი მეგობარი გახდა მშობელი. მე ვიყავი მოდის პირველი დიზაინერი, რომელმაც მანქანის დიზაინზე იმუშავა, ვფიქრობდი, რატომ არ უნდა შევთავაზო მშობლებს იდეალური პროდუქტი. ისინი ხომ მაგარი დედები არიან!”- აღნიშნა The New York Times-თან საუბარში დიზაინერმა.

Cybex by Jeremy Scott გვენ სტეფანი/Cybex by Jeremy Scott
“Cybex by Jeremy Scott” იტალიურმა Vogue-მ დაახასიათა, როგორც ძალიან მოდური, თუმცა არა გაზვიადებული კოლაბორაცია და მას უწოდა “Super-Cool” პროდუქტი ფერების კლასიკური შეხამებით. მოდის ბიბლიის დადებით შეფასებებს მოჰყვა ვარსკვლავების პაპარაცული ფოტოები “Cybex by Jeremy Scott” საბავშვო ეტლებით და სხვა აქსესუარებით. Fergie,Cardi B, გვენ სტეფანი, ნიკი ჰილტონი – ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Cybex – ის და ამერიკელი დიზაინერის თანამშრომლობით შექმნილი პროდუქტის მომხმარებლები გახდნენ. ასეთი წარმატების შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოტი მომავალშიც გააგრძელებს ბრენდთან თანამშრომლობას, მითუმეტეს იმ რეალობაში, როცა ამ ბრენდის პრიდუქტი ვარსკვლავურმა ოჯახებმა უკვე მოდურ აქსესუარად აქციეს.
ნიკი ჰილტონი/CYBEX by Jeremy Scott ნიკი ჰილტონი/CYBEX by Jeremy Scott
აღსანიშნავია, რომ CYBEX – ის საბავშვო ეტლები ქართველ მომხმარებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ბრენდის მოდელები წარმოდგენილია მაღაზია CHIC BEBE – ში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საბავშვო ეტლებისა სა აქსესუარების მწარმოებელკ წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე. “Cybex by Jeremy Scott” ტრენდული კოლაბორაციის გარდა, CHIC BEBE ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც არის სახელგანთქმული Mima და Babyzen YOYO.
წარმოდგენილი ბრენდების დიდი არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი მოდელი გათვალისწინებული ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოს. წარმოდგენილი კოლექციის დათვალიერებას კი მითითებულ ბმულებზე შეძლებთ:
instagram.com/chicbebebarcelona