ამერიკელი ჟურნალისტი კვირას, 20 სექტემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სამწუხარო სიახლის შესახებ ბაქლის მეუღლის, ტომ ფორდის ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი.

Richard Buckley

რიჩარდ ბაქლი 1948 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. მამის სამხედრო საქმიანობიდან გამომდინარე, რიჩარდმა თინეიჯერობის წლები ევროპაში გაატარა. მიუნხენის University of Maryland-ის დასრულების შემდეგ, ბაქლიმ მუშაობა დაიწყო New York Magazine- ში. 1982 წლიდან ის მოდის პრესის გავლენიან გამოცემას, WWD -ის რედაქტორად შეუერთდა.

სწორედ WWD-ში მუშაობის დროს, რიჩარდი შეხვდა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ დიზაინერს, ტომ ფორდს, რომელთანაც თავისი ცხოვრების 35 წელი გაატარა.

Richard Buckley & Tom Ford

წყვილს ერთი შვილი, ჯეკ ბაქლი-ფორდი ჰყავთ. როგორც ვკითხულობთ, რიჩარდის გარდაცვალების დროს, მის გვერდით ტომი და ჯეკი იყვნენ. ბაქლი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.