როდესაც ორსული რიანა შანელის ვინტაჟური ქურთუკით და ვეტმანის ჯინსით გამოჩნდა, ცხადი იყო, რომ ის საორსულე სტილს ხელახლა განსაზღვრავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში, ვარსკვლავები ხშირად ამსხვრევენ სტერეოტიპებს და მხოლოდ კომფორტზე ორიენტირებულ ლამაზ სამოსს არ ჯერდებიან, რიანას ბოლოდროინდელი ფოტოები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ის მაინც ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია. “ეს გრძელი 9 თვეა. ვცდილობ ვისიამოვნო, რამდენადაც შემიძლია. ზოგჯერ არაკომფორტულია, მაგრამ შემიძლია გამოვეწყო და თავი მოვაჩვენო,” – ამბობს მომღერალი ET-თან ინტერვიუში.

გთავაზობთ რიანას კოსტიუმებს გასული კვირებიდან, რომლებზეც ინტერნეტში საუბარი არ წყდება.