გასულ ათწლეულში, რიანა იყო ვარსკვლავი, რომლის ყოველდღიური, პაპარაცული ფოტოც ქმნიდა ტრენდს. მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, რაც გულისხმობს, მომღერლის მიერ ტანსაცმლის ბრენდის დაარსებას და შემდეგ დროებით დახურვას, რიანას ახალი ლუქები გვარწმუნებს, რომ სტილისტურად საინტერესო გადაწყვეტილებებით, არც 2020-იანი წლების დასაწყისი იქნება ნაკლებ ამაღელვებელი.

წელს რიანა რამდენჯერმე მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. თითოეული გამოჩენა, რომელიც ერთი შეხედვით, გამორჩეულ დღეებს არ უკავშირდება, იწვევს არაერთ სტატიას მოდის პრესის საერთაშორისო გამოცემებში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ლუქებსაც გვთავაზობს მომღერალი, რთულია გაგვიკვირდეს შექმნილი აჟიოტაჟის მასშტაბები. გარდა ამისა, რიანას ბოლოდროინდელი არჩევანის გათვალისწინებით, იკვეთება კიდევ ერთი ტრენდი – ძვირადღირებული ბრენდების ვინტაჟი.


19 იანვარი – Rihanna ნიუ-იორკში, ივ სენ ლორანის ვინტაჟური ქურთუკით.

7 მარტი – Rihanna პაპარაცების ობიექტივში, დრის ვან ნოტენის ბეწვის ქურთუკით და Todd Oldham-ის 1994 წლის ვინტაჟური კაბით.

19 მარტი – Rihanna შანელის ვინტაჟური პალტოთი (1996 წლის კოლექციიდან) და დიორის ვინტაჟური ყელსაბამით (1990-იანი წლების კოლექციებიდან).

31 მარტი – Rihanna ისევ პაპარაცების ობიექტივში, ამჯერად ტომ ფორდის Gucci -ს ვინტაჟური ჯინსის შარვლით, რომელიც არის 1999 წლის ზაფხულის კოლექციიდან.