Love the Sales -ის ინფორმაციით, ორსული რიანას ფოტოებმა მოდაზე გავლენა პირველ საათებშივე იქონია. როგორც ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში რიანას ფოტოები გავრცელდა, 200%-ით გაიზარდა ძიება “ვარდისფერ ქურთუკებზე,” ხოლო 175%-ით – “დახეულ ცისფერ ჯინსებზე.” დამატებითმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე საათში, 80%-ით არის გაზრდილი “მარგალიტის ყელსაბამების” ძიების რეზულტატიც.
ვარსკვლავმა ორსულობის შესახებ გავრცელებული ჭორები ნიუ-იორკში დაადასტურა. რიანა მეგობარ მამაკაცთან, ამერიკელ რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად პაპარაცების წინაშე გამოჩნდა. მომღერალს შანელის ვარდისფერი ქურთუკი და ვეტმანის დახეული ჯინსი ეცვა, ერთ-ერთ აქსესურად კი, კრისტიან ლაკრუას მარგალიტის ყელსაბამი ეკეთა.