გიფიქრიათ, თანამედროვე ციფრულმა გაჯეტებმა თქვენი ყოველდღიურობა როგორ შეცვალა, თუნდაც აქსესუარებთან მიმართებაში? ადრე თუ საათის ფორმას და ფერს ვუხამებდით ლუქს, დღეს “ეფლვოჩის” სამაჯურის ფერს ვუხამებთ, საყურესაც ისე ვარჩევთ, რომ ეარპოდსი/ბადსი არ დაგვიჩრდილოს, მარშალის, JBL-ის, Bose-ის, თუ სხვების ყურსასმენებისათვის კი, ცალკე ვქმნით განსაკუთრებულ ლუქებს.
ტექნიკის მოხმარების საზღვრები იმდენად გაფართოვდა, რომ ის გადაიკვეთა ისეთ სფეროებთან, რომლებსაც ერთი შეხედვით, ტექნოლოგიურ სამყაროსთან ახლო კავშირი არ აქვთ. უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეცვალა თანამედროვე ცხოვრების სტილი და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზეც. შექმნილმა რეალობამ ბუნებრივად წარმოშვა საინტერესო კოლაბორაციები ტექნიკის და მოდის ცნობილ ბრენდებს შორის. ცოტა ხნის წინ, მოდის და ტექნოლოგიური სექტორის კავშირი საქართველოშიც გამოიკვეთა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად, ადგილობრივი ტექნიკის წამყვანმა კომპანიამ, Zoommer-მა ქართულ მოდის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა დააანონსა.
გაზვიადებული არ იქნება, თუ კოლაბორაციას ინოვაციურს ვუწოდებთ, რადგან ის ქმნის ახალ შესაძლებლობას და ადგილობრივ ბაზარზე ცვლილებების დანერგვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, გვსურს უფრო დეტალურად გიამბოთ ყველაფერი, რაც „ზუმერის“ და ქართული მოდის ინდუსტრიის საინტერესო თანამშრომლობაზე ვიცით.
Zoommer-ის აქსესუარების კამპანიის მთავარი მესიჯია: „მოირგე, რას ელოდები?“. იდეის განსაკუთრებულობა კი, იმაში მდგომარეობს, რომ ტექ-აქსესუარები წარმოჩენილია არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვის მქონე პროდუქტებად, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებენ, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილის განუყოფელ ნაწილად. სწორედ აქ ვხვდებით მოდის ფენომენთან საინტერესო იდეოლოგიურ კვეთას. სიტყვა ,,მოდა“, არაერთ ენაში, ძლიერ იყო დაკავშირებული ,,წეს-ჩვეულებასთან’’. ამით აიხსნება ტერმინი: „მოდაში შემოღება“, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მაშინ ვიყენებთ, როდესაც გვსურს ხაზი გავუსვათ ცვლილებას, რომელიც ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სტილად იქცა.
წლების განმავლობაში, ქართულ სარეკლამო ბაზარზე, მოდის როლი, მხოლოდ სანახაობრივი ეფექტის შექმნით შემოიფარგლებლოდა, თუმცა Zoommer-ის აქსესუარების ახალი კამპანიის შემდეგ, შესაძლოა არსებული აღქმა შეიცვალოს. ხშირად, პრეცედენტები ქმნიან ტრადიციას და ეს ხდის „ზუმერის“ ამ წამოწყებას ასეთ მნიშვნელოვანს. მითუმეტეს, თუ თვალს გადავავლებთ იმ ბრენდებს, რომლებთანაც ტექნიკის მოწინავე კომპანიამ თანამშრომლობა დააანონსა. Anouki, Crosty, Giovanni Morra და Avtandili – თითოეულ ბრენდს აქვს ოთხი განსხვავებული ვიდეო, ოთხი განსხვავებული კონცეფციით. აღსანიშნავია, რომ Crosty-სა და Giovvani Morra-ს დამფუძნებლებმა, სარეკლამო ვიდეოებში, თავად მიიღეს მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო ორგანულს და ბუნებრივს ხდის საბოლოო შედეგს. გარდა ამისა, სპეციალურად სარეკლამო კამპანიისთვის დაიწერა მუსიკალური ტრეკიც, რომლის სახელწოდებაა – „მოირგე“.
აქვე უნდა აღინიშნოს დროის ფაქტორი. როდესაც ვსაუბრობთ სიახლეებზე, რომლებიც ქმნიან ტრენდებს და ცვლიან ადგილობრივ ბაზარს, დრო უდიდეს როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია წამოწყება იყოს საინტერესო და ამასთან ერთად, დროსთან ზუსტად მორგებული. გამომდინარე აქედან, Zoommer-ის ტექ-აქსესუარების ახალი სარეკლამო კამპანია ზუსტად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს, რომელსაც სურს მოერგოს დროს, ფეხი აუწყოს ყოველდღიურ პროგრესს და მეტიც – აქციოს ის ინდივიდუალიზმის გამოხატულების და ცხოვრების სტილის მნიშვნელოვალ ნაწილად.