იტალიურმა ბრენდმა ძვირფასი სამკაულების ხაზი წარადგინა, რომელიც მთლიანად გადამუშავებული ოქროთი არის შექმნილი.

მდგრადი მოდის განვითარებასთან ერთად, მეორეული ტანსაცმლის ბიზნესი იმაზე დიდ მასშტაბებს იძენს, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. შეიცვალა დამოკიდებულება, ტერმინოლოგია და სიტყვათა წყობაც კი, თუმცა საკითხი მაინც ახალია და ჯერ კვლავ არ მოიცავს მოდის ყველა მიმართულებას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პრადას მიერ გავრცელებული სიახლეც სამკაულების მდგრადი ხაზის შესახებ.

Prada – Eternal Gold

პრადას Eternal Gold პრეცედენტული კოლექციაა, რამდენადაც ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუქს ბრენდის სამკაულის ხაზი 100%-ით გადამუშავებული ოქროთი შეიქმნა. მოდის სახლი კოლექციაზე 14 თვის განმავლობაში მუშაობა.

Eternal Gold-ის სარეკლამო კამპანია

კამპანიის ამბასადორები – Amanda Gorman, Somi Jeon და Maya Hawke.

ფოტოგრაფი: დეივიდ სიმსი.