დაახლოებით ერთი წელია, რაც გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე პირველი ქართულენოვანი ფიტნეს აპლიკაცია Liffit გაეშვა. მრავალფეროვანი და თანამედროვე ფუნქციონალის აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, ჩვენზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამით ნებისმიერ დროსა და ადგილას ვივარჯიშოთ. სხვა სიტყვებით რომ შევაფასოთ, Liffit ციფრული პერსონალური მწვრთნელია, რომელთან ერთადაც, ფიზიკური აქტივობის ცხოვრების წესად ქცევა მეტად მარტივია. აპლიკაციის შესახებ წარსულშიც გვისაუბრია, დღეს კი, Liffit-ის პოდკასტების სერიაზე უნდა მოგიყვეთ. ეს არის აპლიკაციის შემქმნელი გუნდის ახალი ინიციატივა, რომელიც არამხოლოდ ვარჯიშის დადებითი მხარეების, არამედ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. 

ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ ვარჯიში. ის ბევრი კომპონტისაგან შედგება, როგორიც არის კვება, სხვადასხვა ჩვევა, ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, ე.წ. Mindfulness და ასე შემდეგ. Liffit-ის პოდკასტების ეს სერია ქართულ რეალობაში მსგავსი ფორმატის პირველი პროექტია, რომელიც სწორედ აღნიშნულ თემებს შეეხება. ჩვენი მიზნია, მაქსიმალურად ყველასათვის გასაგებ ენაზე განვიხილოთ და გავაანალიზოთ ჯანსაღი ცხოვრების ცნება და მისი კონტექსტი. – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო მგელაძე –  Liffit-ის თანადამფუძნებელი და პოდკასტის თანაწამყვანი.

ნინოსთან ერთად პოდკასტებს უძღვება Liffit-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი სანდრო შილაკაძე. ორივე წამყვანისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება. ეს იმას ნიშნავს, რომ Liffit-ის პოდკასტების სერიის ფარგლებში, თქვენ მოისმენთ სამეცნიერო კვლევებით განმტკიცებულ ფაქტებს და არა – ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ტრენდულ მიდგომებს, რომლებიც ხშირად უსარგებლო, ან კიდევ უფრო ცუდ შემთხვევაში საზიანოა. 

პოდკასტების სერიები აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიც არის: ჯანსაღი კვება,  წონის კლების სწორი მეთოდი, დიეტა – რეალობა და მითები კვებითი რაციონის შესახებ, კვებითი აშლილობები და ასე შემდეგ. შესაბამისად, Liffit-ის პოდკასტთან ერთად, შეძლებთ სხეულსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სწორ გზას მიაგნოთ. პოდკასტების სერიის მოსასმენად შეგიძლიათ ეწვიოთ Liffit-ის სოციალური მედიის არხებს – YouTube-ს, Facebook-სა და Instagram-ს. 

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ მითითებულ ბმულს – www.liffit.app