ერთმა გადაწყვეტილებამ თქვენი ცხოვრება შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. თუ მზად ხართ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ და მასზე სათანადოდ ზრუნვა დაიწყოთ, თქვენ არჩევანს ჯანსაღი ცხოვრების სტილზე გააკეთებთ, რაც ძალიან მალე დაგარწმუნებთ, რომ გაღებული ძალისხმევა ამად ღირდა.
ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ სწორად წარმართული ვარჯიშის პროცესი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზეც. მას შეუძლია შეამციროს ქრონიკული დაავადებები, შეგმატოთ ენერგია, ხელი შეგიწყოთ წონის კონტროლში, დაგეხმაროთ ძლიერი კუნთების და ძვლების განვითარებაში. ვარჯიშის საშუალებით მხოლოდ ფიზიკური სიჯანსაღე არ მიიღწევა – მას დადებითი გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ფიზიკური აქტივობები დაგეხმარებათ დაძლიოთ სტრესი, დეპრესია და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ძილი, მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი. ეს ყოველივე, ცხადია, აისახება ჩვენს განწყობაზე და შესაბამისად ენერგიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის სასარგებლო თვისებების შესახებ მუდმივად გვესმის და მის მნიშვნელობასაც კარგად ვიაზრებთ, ხშირად ვაწყდებით ხელისშემშლელ ფაქტორებსაც. ეკონომიკური თვალსაზრისით თუ დროის სიმცირის ან სხვა მიზეზების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ სპორტულ დარბაზში სიარულს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლის პირობებში ვარჯიშით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურმა ეპოქამ აპლიკაციებისა და ციფრული ასისტენტების სახით, გარკვეული დაბრკოლებების დაძლევა გაგვიმარტივა. ასე დაიწყო ფიტნეს აპლიკაციების ტრენდი, რამაც პრაქტიკული გამოყენების გამო, უამრავი მომხმარებელი შეიძინა. დღეს გაგაცნობთ Liffit-ს – რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს თქვენი ყოველი დღის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

Liffit პირველი ქართულენოვანი ფიტნეს აპლიკაციაა. ის თანამედროვე ფუნქციონალით გამოირჩევა და საშუალებას იძლევა, პერსონალური სავარჯიშო პროგრამით ციფრულ მწვრთნელთან ერთად ივარჯიშო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, Liffit მსოფლიოში არსებული წამყვანი ფიტნეს აპლიკაციების ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართულთან ერთად აპლიკაცია მომხმარებელს სხვა ენის არჩევის საშუალებასაც აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ Liffit საერთაშორისო აუდიტორიისათვისაც ხელმისაწვდომია და უკვე ციფრული პროდუქტების გლობალური ბაზრის ნაწილია.
აპლიკაციის ალგორითმი შეისწავლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ იქნება შედგენილი. პროგრამები მორგებულია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოვარჯიშეებზე.
მარტივი ინტერფეისის საშუალებით, აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის კომფორტულია. ამასთანავე, Liffit არაერთი დამატებითი ფუნქციონალით არის აღჭურვილი – მასში ინტეგრირებულია სმარტ საათები და ფიტნეს თრექერები, რათა პროგრესის გაკონტროლება შესაძლებელი იყოს რეალურ დროში. ასევე ჩაშენებულია Apple Music და Spotify, შედეგად, ვარჯიშის პროცესი მუსიკის დახმარებით კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება. აღსანიშნავია Liffit-ის სოციალური ასპექტიც, რაც საშუალებას იძლევა გაიცნოთ და დაიმეგობროთ აპლიკაციის სხვა მომხმარებლები, იპოვოთ თანამოაზრეები, გაუზიაროთ მათ თქვენი შედეგები. ამ ფუნქციის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, რომ “ლიფფიტი” ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა ერთგვარი სოციალური ქსელია.
Liffit არის ის სიახლე, რომელსაც საკმაოდ მოკლე დროში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა – აპლიკაციის გაშვებიდან ორ კვირაში, ის 10,000-მდე ადამიანმა ჩამოტვირთა, App Store-ში პოპულარობით მეორე ადგილი დაიკავა, Play Store-ში კი – მესამე.

ამჯერად Liffit-ს თქვენთვის სპეცილური შეთავაზება აქვს. აპლიკაციის გამოსვლასთან დაკავშირებით, სამ-თვიანი პერსონალური პროგრამა შეგიძლიათ ერთი თვის ფასად შეიძინოთ. შეთავაზების ფარგლებში, თვეში ვარჯიში სულ რაღაც 20 ლარი დაგიჯდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ფასიან პროგრამასთან ერთად, აპლიკაცია ასევე მოიცავს უფასო ვარჯიშებსაც.
ფიტნეს აპლიკაციის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დროის და ბიუჯეტის დაზოგვაში გვეხმარება. Liffit ყოველდღიუად შეგახსენებთ თქვენს მიზნებს და მათი მიღწევის პროცესში, ერთგვარი თანამგზავრი და მოტივატორი იქნება. არ დაგავიწყდეთ – იმისათვის, რომ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, მარტივი, თუმცა გონივრული და პრაქტიკული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.