მოდის პრესის გავლენიანი გამოცემის, WWD-ის ინფორმაციით, პიტერ კოპინგი ბალენსიაგას დიზაინ სტუდიას შეუერთდა.
Oscar de la Renta-ს და Nina Ricci-ს ყოფილი კრეატიული დირექტორი, პიტერ კოპინგი თანამედროვე მაღალი მოდის გამორჩეული დიზაინერია. WWD-ის წყაროებზე დაყრდნობით, პიტერის ბალენსიაგას გუნდში გაერთიანება ბრენდის გახმაურებულ “ოტ-კუტიურ” კოლექციებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი დიზაინერი ბალენსიაგაში დემნა გვასალიას სადებიუტო “ოტ-კუტიურ” კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა, თუმცა პრესასთან საუბრისგან თავი შეიკავა.

პიტერ კოპინგი, 1967 წელს, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. 2016 წლამდე, ის მოღვაწეობდა ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. პიტერი ცნობილია ფემინური სილუეტებით და “ოტ-კუტიურ” კოლექციებისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ხედვით.
Oscar de la Renta-ში კოპინგის სადებიუტო კოლექციის ჩვენებას ესწრებოდნენ: ტეილორ სვიფტი, ქენდალ ჯენერი და კარლი კლოსი. მიუხედავად წარმატებული კოლექციებისა, 2016 წელს, პიტერმა ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა და “ოსკარ დე ლა რენტას” შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა. Balenciaga-ს მოდის სახლს და ბრიტანელ დიზაინერს, ახალ თანამშრომლობაზე, კომენტარი არ გაუკეთებიათ.