1998 წლის 6 ივნისს, HBO-ს ეთერში “სექსი დიდ ქალაქში” პირველად ვიხილეთ. პოპულარული სატელევიზიო შოუ 4 განსხვავებულ ქალზე მოგვითხრობს, რომელთა პრობლემები და სიტუაციები ყველა ქალისთვის მარტივად გასაგებია. სერიალში მოდას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამომდინარე აქედან, როდესაც  ცნობილი გახდა, რომ HBO Max -ზე, ადრეული 2000-იანების საკულტო სერიალი ახალი ნაწილით ბრუნდება, მოდის მოყვარულებში გაჩნდა ინტერესი, თუ როგორი იქნება მთავარი პერსონაჟების ჩაცმის სტილი, პირველი სეზონის გამოსვლიდან თითქმის 25 წლის შემდეგ.

მაყურებელმა უკვე იცის, რომ ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ განვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტას პერსონაჟს, ის მინი სერიალში აღარ გამოჩნდება, რადგან კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

ახალი სეზონის მიმართ ინტერესი სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმებზე ადვილი შესამჩნევია. გულშემატკივრები და პაპარაცები ყოველდღიურად ავრცელებენ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან.

კრისტინ დევისი, სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი.

სარა ჯესიკა პარკერი

კრისტინ დევისი

სინტია ნიქსონი

კრისტინ დევისი, სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი.