2000-იანი წლების ვარსკვლავური სამყაროს შეუცვლელი პერსონა ბიზნესმენ კარტერ რეუმზე დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ათწლეულში ბევრი რამ შეიცვალა და პერისის სტილი, რომელიც ერთ დროს ყველაზე განხილვადი იყო, ნაკლებად მიმზიდველი გახდა, ჰილტონი მაინც რჩება პოპ-კულტურის აქტუალურ ფიგურად.
ვარსკვლავს ქორწილში Oscar de La Renta -ს კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერებმა ფერნანდო გარსიამ და ლაურა კიმმა სპეციალურად პერისისთვის შეკერეს. კაბის ზედა ნაწილი ყვავილებიანი მაქმანებით იყო დახურული, დიზაინი კი, კლასიკური დეტალებით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით, ფერნანდო გარსიას და ლაურა კიმის ნამუშევარმა გრეის კელის საკულტო კაბაც შეიძლება გაგახსენოთ. “მე ყოველთვის მიყვარდა გრეის კელი, ის ჩემთვის სილამაზის ეპიტომია,” აღნიშნავს პერისი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავდაპირველად ჰილტონი 10 საქორწილო კაბის შეკერვას გეგმავდა. ამის შესახებ ვარსკვლავმა ვოგს განუცხადა, თუმცა მოგვიანებით, არჩევანი ერთ მთავარ, ხოლო 3 დამატებით ლუქზე შეაჩერა. ქორწილის შემდგომ წვეულებაზე, ჰილტონს Galia Lahav-ის და Pamella Roland -ის კაბები ეცვა, რომელთა დიზაინი, “ოსკარ დე ლა რენტას” მთავარ საქორწილო კაბასთან შედარებით, უფრო თანამედროვე სტილის იყო.
პერისი რამდენჯერმე იყო დანიშნული, თუმცა ეს მისი პირველი ქორწილია. ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი დღე ლოს-ანჯელესში, კერძოდ Bel Air-ში აღნიშნა.