ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ფინალი, Super Bowl დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტული მოვლენის სტატუსს.
დღესდღეისობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ელის. აშშ-ის ფარგლებს გარეთ, Super Bowl ცნობილია ე.წ. შუალედური შოუთი, რომელიც მატჩებს შორის იმართება. სწორედ ამ შოუს სპონსორი გახლდათ პეპსი გასული ათწლეული.
პეპსის წარმომადგენელმა პრესას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ 2022 წლის შოუ, რომელზეც ჰიპ-ჰოპის ლეგენდები ვიხილეთ, კომპანიის სპონსორობით მოწყობილი ბოლო წარმოდგენა იყო. ახალი სპონსორის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.