ვანდომის მოედანზე მდებარე შანელის მაღაზიაში შეიარაღებული მძარცველები გუშინ შეიჭრნენ. ფრანგული პრესის ცნობით, ადგილზე 4 დამნაშავე იმყოფებოდა. მათგან სამი მაღაზიაში შეიჭრა, ერთი კი, ვითარებას გარედან აკონტროლებდა.

ძარცვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია, მათ შორის დადასტურებული არ არის, თუ რა თანხის ძვირფასი ნივთები იქნა მოპარული მაღაზიიდან.